პსჟ-ს ბრაზილიელი მცველი მაქსველი პარიზულ კლუბთან კონტრაქტის 2016 წლამდე გახანგრძლივებას რამდენიმე დღეში აპირებს. აღნიშნულ ინფორმაციას მცველის აგენტი მინო რაიოლა ავრცელებს.
"მაქსველი რამდენიმე დღეში პსჟ-სთან კონტრაქტს 2016 წლამდე გაახანგრძლივებს"- მინო რაიოლას Le Parisien ციტირებს.
მინო რაიოლა ასევე ზლატან იბრაჰიმოვიჩის და ბლეზ მატუიდის აგენტია.
33 წლის მაქსველი 2012 წლიდან პარიზელთა ღირსებას იცავს, სადაც მცველმა 89 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.