მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა “მანჩესტერ სიტის” თავკაცად მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ ბოლო დროს გავრცელებულ ცნობებს უარყოფს და აღნიშნავს, რომ გერმანული კლუბი არაჩვეულებრივია.
“შემოთავაზება არ მქონია და არც ვუცდი. აქ ბედნიერი ვარ, “ბაიერნი” არაჩვეულებრივი კლუბია. მინდა კონტრაქტის პირობები ბოლომდე შევასრულო და საქმეც კარგად გამომივიდეს, სულ ესაა რასაც ვფიქრობ ამ დროისთვის. “ბაიერნთან” კონტრაქტის ამოწურვამდე წელიწადნახევარი დამრჩა. ზაფხულში მოლაპარაკებათა მაგიდას მივუსხდებით და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.” – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
“ბაიერნის” აღმასრულებელი დირექტორ კარლ-ჰაინც რუმენიგეს სურს, რომ გვარდიოლას კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. ესპანელ სპეციალისტს მსოფლიო მედია ბევრ კლუბს უკავშირებს, ამერიკული პრესა კი იმასაც იუწყება, რომ აშშ-ს ეროვნული ნაკრები შესაძლოა გვარდიოლამ ჩაიბაროს.