ფიდე-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა მსოფლიოს ქალთა ინდივიდუალური პირველობის მონაწილეთა შეხვედრების განრიგი.
ჩემპიონატის მონაწილე 64 ქალი ერთმანეთს ოლიმპიური სისტემით შეებრძოლება. ასპარეზობა სტარტს 16 მარტს რუსეთის ქალაქ სოჭში აიღებს და 7 აპრილს დასრულდება.
სამყაროს უძლიერეს ქალ მოჭადრაკეთა შეჯიბრში საქართველოს ღირსებას ბელა ხოტენაშვილი (2513), ლელა ჯავახიშვილი (2481), სალომე მელია (2459), ნინო ხურციძე (2457), მერი არაბიძე (2374) და სოფიკო გურამიშვილი (2367) დაიცავენ.
სამწუხაროდ, პირველ წრეში ჯავახიშვილს და გურამიშვილს ერთმანეთის პირისპირ დასხდომა მოუწევთ, ქართველთათვის პირველი რაუნდის წილისყრის სრული შედეგები კი ასე გამოიყურება.
ხურციძე – ეკატერინა კოვალევსკაია (რუსეთი, 2438)
მელია – სუკანდარ ხარისმა (ინდონეზია, 2415)
არაბიძე – ელიზაბეტ პეტცი (გერმანია, 2479)
ხოტენაშვილი – კუბრა ოზთურქი (თურქეთი, 2284)
ჯავახიშვილი – გურამიშვილი
სატურნირო განრიგი:
პირველი წრე (64 მონაწილე): 17-18 მარტი – მინი-მატჩის 2 პარტია, 19 მარტი – ტაიბრეიქი;
მეორე წრე (32 მონაწილე): 20-21 მარტი – მინი-მატჩის 2 პარტია, 22 მარტი – ტაიბრეიქი;
მესამე წრე (16 მონაწილე): 23-24 მარტი – მინი-მატჩის 2 პარტია, 25 მარტი – ტაიბრეიქი;
მეოთხე წრე (8 მონაწილე): 26-27 მარტი – მინი-მატჩის 2 პარტია, 28 მარტი – ტაიბრეიქი;
მეხუთე წრე (4 მონაწილე): 29-30 მარტი – მინი-მატჩის 2 პარტია, 31 მარტი – ტაიბრეიქი;
დასვენების დღე: 1 აპრილი, ფინალური მატჩის წინ.
მეექვსე წრე: ფინალი (2 მონაწილე): 2-5 აპრილი - მინი-მატჩის 4 პარტია, 6 აპრილი – ტაიბრეიქი; 7 აპრილი – მსოფლიოს ჩემპიონატის დახურვის საზეიმო ცერემონიალი.