კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ მისი გუნდი კურსს დაადგა, რათა გაიმარჯვოს ესპანეთის თასზე, ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე.
“მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა. გვინდა მოვიგოთ ყველა მატჩი და ტიტული სეზონის ბოლომდე, ვადგავართ იმ კურსს, რათა მივაღწიოთ საუკეთესო შედეგებს.” – განაცხადა ესპანელმა.
ენრიკემ აგრეთვე უარყო თითქოს “ბარსელონა” მხოლოდ სამ ფეხბურთელზეა (მესი, ნეიმარი, სუარესი) დამოკიდებული: “თავდამსხმელებს სჭირდებათ ნახევარმცველები, მცველები და მეკარე, ჩემი მიზანი კი ყველა სათამაშო პოზიციაზე სრულყოფილად ასპარეზობაა.”
პრიმერადივიზიონში “ბლაუგრანა” მადრიდის “რეალს” ორი ქულით ჩამორჩება. ესპანეთის სამეფო თასზე “ბარსამ” ნახევარფინალში “ვილიარეალს” პირველი მატჩი “ნოუ კამპზე” 3:1 მოუგო და განმეორებით შეხვედრა 11 მარტს ელის.
ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე კი ლუის ენრიკეს შეგირდებმა “მანჩესტერ სიტი” მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში “ეტიჰადზე” 2:1 დაამარცხეს და მეოთხედფინალში გასასვლელად სერიოზული ნაბიჯი გადადგეს.