ყაზანის “რუბინი”, სადაც მცველები სოლომონ კვირკველია და მამუკა კობახიძე გამოდიან, რუსეთის საფეხბურთო თასის გათამაშებას 1/4-ფინალიდან გამოეთიშა.
სამშაბათს, მოსკოვის “ლოკომოტივსა” და “რუბინს” შორის გამართული დაპირისპირების როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი დრო 0:0 დასრულდა. პენალტების სერიაში კი, “ლოკომოტივმა” 4:2 გაიმარჯვა.
კვირკველიამ მატჩი თავიდან ბოლომდე ჩაატარა, ხოლო კობახიძეს არ უთამაშია.