ტაშკენტის “ფახთაქორის” კაპიტანმა კახა მახარაძემ აზიის საფეხბურთო ჩემპიონთა ლიგაში მეორე გოლი გაიტანა.
ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, “ფახთაქორმა” სტუმრად საუდის არაბეთის “ალ შაბაბთან” 2:2 ითამაშა. მახარაძემ უზბეკური კლუბის რიგებში 90 წუთი გაატარა და 72-ე წუთზე მის მიერ გამოყენებული პენალტის შემდეგ, სტუმრები 2:1 დაწინაურდნენ. “ალ შაბაბმა” ანგარიში 84-ე წუთზე გაათანაბრა. მახარაძემ თავი პირველ ტურში სახლში ირანის “ნაფთთან” მოგებულ (2:1) მატჩშიც გამოიჩინა. “ფახთაქორი” აზიის ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფს 4 ქულით ლიდერობს.