ინგლისის ჩემპიონატის 28-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს სამი შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან ორი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, ხოლო ერთი ფრედ.
ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა “საუთჰემპტონმა” შინ “კრისტალ პალასი” მიიღო და მანეს გვიანი გოლით დაამარცხა. რონალდ კუმანის გუნდს ბოლო პერიოდში ჩავარდნა დაეწყო და უკანასკნელ ხუთ მატჩში მხოლოდ ოთხი ქულა ჰქონდა აღებული. სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, “წმინდანებს” გამარჯვების მოპოვება ახლაც გაუჭირდათ და “არწივების” გატეხვა მხოლოდ 83-ე წუთზე მოახერხეს – სადიო მანემ სპერონის შეცდომით ისარგებლა და ახლო მანძილიდან გაიტანა – 1:0. “საუთჰემპტონი” 49 ქულით მე-5 ადგილზეა.
2015 წელს პრემიერლიგაში პირველად იმარჯვა “ასტონ ვილამ”. ბირმინგემულ კლუბს ჩემპიონატში ბოლოს 7 დეკემბერს ჰქონდა მოგებული “ლესტერთან”. მას შემდეგ “ასტონ ვილას” 12 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, საიდანაც 9 წააგო და 3-ჯერ ფრედ ითამაშა. “ვილა პარკის” ბინადარს ზედიზედ შვიდი შეხვედრა წაეგო “ვესტ ბრომვიჩთან” მატჩამდე. ტიმ შერვუდის შეგირდებს ამჯერადაც ძალიან გაუჭირდათ სამი ქულის მოპოვება. მათ ტაიმი გაბრიელ აგბონლაჰორის გოლით მოიგეს. 66-ე წუთზე გათანაბრება საიდო ბერაჰინომ მოახერხა, ხოლო მსაჯის მიერ მესამე დამატებულ წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც კრისტიან ბენტეკემ აქცია გოლად – 2:1. “ასტონ ვილამ” 25 ქულა დააგროვა და ერთი დღით მაინც ამოძვრა გასავარდნი ზონიდან.
დღის მესამე შეხვედრაში “ჰალი” “სანდერლენდს” მასპინძლობდა. პირველი ნახევარი ნ’დოიეს გოლის წყალობით “ვეფხვების” გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მატჩის ბოლოს “შავმა კატებმა” ბრჭყალები გამოაჩინეს და 77-ე წუთზე ჯეკ როდუელმა წონასწორობა აღადგინა – 1:1.
დღეს ტურის დარჩენილი შვიდი შეხვედრა გაიმართება.
საუთჰემპტონი – კრისტალ პალასი 1:0 (0:0)
საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”
საუთჰემპტონი (4-3-3): ფორსტერი, იოშიდა, ფონტე, კლაინი, ბერტრანი, შნეიდერლენი, ვანიამა, დურიჩიჩი (უარდ-პროუსი 78), ელია (ტადიჩი 60), მანე, პელე (შ.ლონგი 70).
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
კრიტალ პალასი (4-1-4-1): სპერონი, დელანი, დანი, იარდი, კელი, მაკარტური (ამეობი 84), ზაჰა, პანჩონი, ლედლი, ბოლასი, გაილი.
მწვრთნელი: ალან პარდიუ
გოლი: მანე 83.
გაფრთხილებები: მაკარტური, დელანი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ბურთის ფლობა: 63%-37%, დარტყმა: 23(3)-9(3), ჯარიმა: 11-10, კუთხური: 10-2, თამაშგარე: 0-0, სეივი: 3-2
ასტონ ვილა – ვესტ ბრომვიჩი 2:1 (1:0)
ბირმინგემი, “ვილა პარკი”
ასტონ ვილა (4-3-1-2): გუზანი, კლარკი, ოკორე, ჰატონი, ლოუტონი, კლევერლი (ბაკუნა 77), ვესტვუდი, დელფი, ნ’ზოგბია (გრელიში 59), აგბონლაჰორი (ვაიმანი 82), ბენტეკე.
მწვრთნელი: ტიმ შერვუდი
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი, მაკოლი, ლესკოტი, დოუსონი, ბრანტი, დ.ფლეტჩერი, იაკობი, გარდნერი, ბერაჰინო, მორისონი (ბეირდი 92), ბრაუნი.
მწვრთნელი: ტონი პულისი
გოლები: 1:0 აგბონლაჰორი (22), 1:1 ბერაჰინო (66), 2:1 ბენტეკე (94 პენ.).
გაფრთხილებები: კლარკი, ჰატონი – იაკობი, ლესკოტი, გარდნერი, ბერაჰინო
მსაჯი: ჯონათან მოსი
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 16(8)-3(1), ჯარიმა: 15-13, კუთხური: 0-3, თამაშგარე: 3-2, სეივი: 0-6
ჰალი – სანდერლენდი 1:1 (1:0)
ჰალი, “კინგსტონ სთედიუმი”
ჰალი (3-5-2): მაკგრეგორი, მაკშეინი, ბრიუსი, დოუსონი, მეილერი, ჰადლსტოუნი, ელმოჰამედი, მეილერი, რობერტსონი, ნ’დოიე, იელავიჩი (ა.ერნანდესი 73).
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი
სანდერლენდი (4-4-2): პანტელიმონი, ოში, ბრაუნი, ვერჯინი (ვან აანჰოლტი 73), რეველიერი, კატერმოლი (რ.ალვარესი 62), ბრიდკუტი, ლარსონი, როდუელი, გრემი (ვიკჰემი 74), დეფო.
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი
გოლები: 1:0 ნ’დოიე (15), 1:1 როდუელი (77).
გაფრთხილებები: მაკშეინი, რობერტსონი – ბრაუნი, როდუელი, ბრიდკუტი, კატერმოლი, ლარსონი, რ.ალვარესი
მსაჯი: მაიკლ დინი
ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 15(5)-9(3), ჯარიმა: 9-15, კუთხური: 6-4, თამაშგარე: 2-1, სეივი: 2-4