ფეხბურთი

21:11 | 3.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძემ შეკრება გამარჯვებით დაასრულა

მოსკოვის “სპარტაკმა”, სადაც ჯანო ანანიძე გამოდის, თურქულ შეკრებაზე დასკვნით მატჩში დანიის პირველი დივიზიონის “აკადემისკი” 3:1 დაამარცხა.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა პირველი ტაიმი ჩაატარა. ის მე-14 წუთზე “სპარტაკის” მიერ გატანილ პირველ გოლში მონაწილეობდა.

რუსეთის პრემიერლიგა 7 მარტს განახლდება და ოფიციალურ მატჩებში გამოჩნდება ანანიძეს “სპარტაკის” რიგებში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა თუ ექნება.

0.117696