ფეხბურთი

15:25 | 3.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

თარხნიშვილი კარიერას “ცხინვალში” გააგრძელებს

თორნიკე თარხნიშვილი “ცხინვალში” ვარჯიშობს და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას დაუბრუნდება.

“ცხინვალის” პრესატაშე დავით ცაბაძემ “მსოფლიო სპორტს” აცნობა, რომ 24 წლის ნახევარმცველის განაცხადში შესაყვანად ლატვიის ფეხბურთის ფედერაციიდან შესაბამისი საბუთების მიღებას ელიან.

2013 და 2014 წლებში თარხნიშვილი “ვენტსპილსში” თამაშობდა. მან ლატვიის ვირშლიგაში ოქროს მედლები ორჯერ მოიგო. გასული წლის მიწურულს, ფეხბურთელმა და “ვენტსპილსმა” კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

0.120644