ფეხბურთი

14:07 | 3.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიამ დერბის შანსი თანაბრად შეაფასა

“კლუჟის” შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ჭანტურიამ რუმინეთის საფეხბურთო თასის ნახევარფინალში თანაქალაქელ “უნივერსიტატიასთან” დერბიში შანსები 50/50-ზე შეაფასა.

“დერბიში შანსი 50/50-ზეა. მიუხედავად იმისა, ახალი მწვრთნელი გყავს თუ 10 ახალი მოთამაშე, დერბი ყოველთვის დერბია და შანსი თანაბარია. მეტოქეზე უკეთ უნდა ვიმუშავოთ, რათა მატჩი მოვიგოთ”, - იუწყება ჭანტურიას სიტყვებს ინტერნეტპორტალი დოლცე-სპორტ.რო.

პირველ მატჩს “კლუჟი” თავის მოედანზე 4 მარტს ჩაატარებს, ხოლო საპასუხო შეხვედრა 1-ელ აპრილს გაიმართება.

0.114869