ფეხბურთი

12:47 | 3.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სანდერლენდმა” ჯონსონი დასაჯა

“სანდერლენდმა” ინგლისელი შემტევი ადამ ჯონსონი მას შემდეგ დასაჯა, რაც პოლიციამ ფეხბურთელი 15 წლის გოგონასთან სექსუალური ურთიერთობის გამო დააკავა.

27 წლის ჯონსონი კვირაში 50 000 გირვანქას იღებს და დურჰემის პოლიციამ იგი თავის 1.85 მილიონად შეფასებულ სახლში დააკავა, შემდეგ კი გირაოს საფუძველზე გაუშვა.

“სანდერლენდის” გადაწყვეტილებით, გამოძიების ბოლომდე დასრულებამდე ჯონსონი ვარჯიშებზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.

0.144176