ფეხბურთი

3:30 | 3.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ელჩე” ბოლოს გადარჩა

ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტური “ესტადიო ბალაიდოსზე” გამართული შეხვედრით დასრულდა, სადაც ადგილობრივმა “სელტამ” ვალენსიური “ელჩე” მიიღო და შინ ქულა გაატანა.

მასპინძლები დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა გოლის გატანა ერთი საათის განმალობაში ვერ მოახერხეს. ანგარიში 61-ე წუთზე გაიხსნა, ხონიმ მარცხენა ფლანგიდან გაარღვია სტუმართა დაცვა და კრონ-დელის ზუსტი გადაცემა გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა. მასპინძლებს გატანა კიდევ შეეძლოთ, თუმცა შანსები ვერ გამოიყენეს და ამისთვის დაისაჯნენ კიდეც. ველასკო კარბალიომ 86-ე წუთზე ვიგოელთა კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა, რომელიც ლომბანმა გოლად აქცია და თავის გუნდს მნიშვნელოვანი ქულა მოუპოვა – 1:1.

“სელტა” 32 ქულით მე-8 ადგილზეა, ხოლო “ელჩე” 24 ქულით მე-17 პოზიციას იკავებს.

სელტა – ელჩე 1:1 (0:0)

ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”

სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, ფონტასი, კაბრალი, მალიო, ხონი, რადოია (პ.ერნანდესი 89), კრონ-დელი, ა.ფერნანდესი, ნოლიტო, ორელიანა (ა.ლოპესი 77), ჩარლესი (ლარივეი 85).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

ელჩე (4-2-3-1): ტიტონი, ლომბანი, ანხელი, დ.სუარესი, სისმა, ა.გონსალესი, პასალიჩი (კ.ერერა 68), ა.ნიგუეზი (გ.როდრიგესი 71), ვ.როდრიგესი, ფაჟრი, კორო (ა.ხიმენესი 77).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გოლები: 1:0 კრონ-დელი (61), 1:1 ლომბანი (87 პენ.).
გაფრთხილებები: რადოია, მალიო, ფონტასი, კაბრალი, ა.ლოპესი – ანხელი, სისმა, კ.ერერა
მსაჯი: ველასკო კარბალიო
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 11(5)-7(1), ჯარიმა: 16-12, კუთხური: 6-3, თამაშგარე: 3-0, სეივი: 0-4

თეგებილა ლიგა
0.117574