ფეხბურთი

22:31 | 2.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულის მე-17 ტური: „დილა” ლიდერია

მე-17 ტურში მნიშვნელოვანი რამ მოხდა, პირველად წლევანდელ ჩემპიონატში ლიდერი გორის “დილა” გახდა და ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან დღეს გორელებს ყველაზე დაბალანსებული და შეთამაშებული გუნდი ჰყავთ. სასიამოვნოა მათი თამაშის ცქერა. გასაკვირი ისაა, როგორ ახერხებს ამას 25 წლის მთავარი მწვრთნელი, უჩა სოსიაშვილი. გუნდში ხომ რამდენიმე ფეხბურთელი მასზე უფროსია და დაგვეთანხმებით, ასეთ ვითარებაში ადვილი არ არის სიტუაცია აკონტროლო. ვფიქრობთ, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში კიდევ ერთი საინტერესო ახალგაზრდა სპეციალისტი გამოჩნდა. რა და როგორ იქნება, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ფაქტია, რომ “დილას”აშკარად ეტყობა მწვრთნელის ხელი.

“დილა” 25 ოქტომბრის შემდეგ აღარ დამარცხებულა, ამასობაში კი შვიდი ტური გაილია, აქედან გორელებმა ექვსი შეხვედრა მოიგეს და ერთი მატჩიც ფრედ დაამთავრეს. გასულ ტურში მათ “ტორპედო” 2:1 დაამარცხეს. ტრავმირებული ირაკლი მოდებაძის გარეშე გუნდის ლიდერებად ნიკა კვეკვესკირი და რუსული “ტოსნოდან” ამ ზამთარს დაბრუნებული მიხაილ გორელიშვილი მოგვევლინენ.სხვათაAშორის, ეს ამ გუნდების 50-ე მატჩი იყო ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში. “ტორპედომ”კი უკვე 11 ტურია გამარჯვების სიხარული არ იცის.

მეორე მნიშვნელოვანი მატჩი ვაკეში, “მიხეილ მესხზე” გაიმართა და “სიონმა” კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბოლო დროს “დინამოსთვის” მართლაც უხერხული მეტოქე გახდა. ბოლნისელები თავიდან აგებდნენ, მაგრამ ჯერ პორტუგალიელმა ლუიშ ალბერტუ ვიეირა მედინამ გაათანაბრა, მეორე ტაიმში კი “სიონში” “მეტალურგიდან” ახლახან გადასულმა 21 წლის დაჩი ცნობილაძემ ეფექტური თავურით სეზონში თავისი მეექვსე გოლი გაიტანა.

“შუქურამ” გელა სანაიას ხელმძღვანელობით პირველი თამაში მოიგო. საინტერესოა, რომ ქობულეთელთა შემადგენლობაში კურიტიბადან ჩამოყვანილი სამი ბრაზილიელი – დორნელისი, როდრიგესი და პაულო ვიქტორი – გამოჩნდა.

ტურის სასიხარულო ამბავი კი მარტვილში ფეხბურთის დაბრუნებაა. “მერანმა” ორწლიანი პაუზის შემდეგ, პირველად ითამაშა საკუთარ სტადიონზე, რომელზეც მაღალი ხარისხის ხელოვნური საფარი დააგეს. ტრიბუნებზე ანშლაგი იყო (მარტვილის სტადიონზე დაახლოებით 3 ათასი მაყურებელი ეტევა). მართალია, “მერანი” “ცხინვალთან” დამარცხდა, მაგრამ შინ თამაში ჭყონდიდელთათვის უთუოდ მნიშვნელოვანი საჩუქარია. სტადიონს თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა ნაკრების ლეგენდარული კაპიტნის, მურთაზ ხურცილავას სახელი დაერქვა, რომელმაც კარიერა სწორედ ამ გუნდში დაიწყო (მაშინ გეგეჭკორის “სალხინო” ერქვა).

მე-17 ტური

28 თებერვალი

შუქურა (ქობულეთი) – გურია (ლანჩხუთი) 2:0 (0:0)

1:0 ლაშა ჩაფიძე (65), 2:0 ადრიან პუკანიჩი (72)

კოლხეთი (ფოთი) – დინამო (ბათუმი) 0:2 (0:1)

0:1 დიმიტრი ტატანაშვილი (43, პენალტით), 0:2 გიორგი ბერიაშვილი (70, პენალტით)

1 მარტი

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სამტრედია 0:1 (0:1)

0:1 ილია კერძევაძე (34)

სიონი (ბოლნისი) – დინამო (თბილისი) 2:1 (1:1)

0:1 მათე ცინცაძე (35), 1:1 ლუიშ ალბერტუ (45), 2:1 დაჩი ცნობილაძე (50)

დილა (გორი) – ტორპედო (ქუთაისი) 2:1 (2:0)

1:0 ნიკა კვეკვესკირი (14), 2:0 თენგიზ ჩიკვილაძე (41, საკ. კარში), 2:1 ნიკოლოზ საბანაძე (70)

მეტალურგი (რუსთავი) – ზუგდიდი 0:1 (0:1)

0:1 ლუკა გეგუჩია (12)


მერანი (მარტვილი) – ცხინვალი 0:2 (0:1)

0:1 თეიმურაზ მარკოზაშვილი (45), 0:2 ლაშა შინდაგორიძე (56)

ზესტაფონიჩიხურა (საჩხერე) 2:2 (1:0)

1:0 ირაკლი სიხარულიძე (15), 1:1 თორნიკე მუმლაძე (56), 2:1 გიორგი ილურიძე (78), 2:2 ლაშა ჩიკვაიძე (90)

1. დილა 17 10 4 3 25:14 34
2. დინამო თბ. 17 10 2 5 28:15 32
3. დინამო ბთ. 17 9 3 5 21:14 30
4. სამტრედია 17 8 4 5 18:12 28
5. ცხინვალი 17 8 3 6 17:22 27
6. ჩიხურა 17 7 5 5 21:19 26
7. მეტალურგი 17 6 5 6 19:18 23
8. გურია 17 5 7 5 17:25 22
9. მერანი 17 5 6 6 13:14 21
10. შუქურა 17 5 6 6 16:18 21
11. ზესტაფონი 17 4 8 5 31:25 20
12. კოლხეთი 17 4 6 7 13:19 18
13. ზუგდიდი 17 4 6 7 10:17 18
14. ტორპედო 17 3 8 6 18:20 17
15. სიონი 17 4 5 8 14:22 17
16. ვიტ ჯორჯია 17 3 4 10 16:23 13

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

8- ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო),

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), კობა შალამბერიძე (გურია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.117073