საფრანგეთის ლიგა 1-ის ლიდერის, “ლიონის” თავდამსხმელის ალექსანდრ ლაკაზეტის მიმართ ინტერესს ინგლისის პრემიერლიგის ბინადარი “ტოტენჰემი” იჩენს. ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება. მიმდინარე სეზონს ფრანგი შემტევი ფანტასტიურად ატარებს და ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირია.
ფრანგი ჟურნალისტების თქმით, ლონდონელთა წარმომადგენელი ბოლო ტურში, “ლილი” – “ლიონის” მატჩსაც ესწრებოდა.
წლეულს 23 წლის ლაკაზეტმა საფრანგეთის ჩემპიონატში 21 გოლის გატანა 24 შეხვედრაში მოახერხა.: