ფეხბურთი

18:09 | 2.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ულისმა” სომხეთში ქართველების რიცხვით რეკორდი დაამყარა

ზამთრის შესვენების შემდეგ სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგა განახლდა და გათამაშების ლიდერმა ერევნის “ულისმა” სახლში თანაქალაქელი “ბანანცი” 2:1 დაამარცხა.

განვლილი მატჩი იმითაა საინტერესო, რომ “ულისის” განაცხადში 6 ქართველი ფეხბურთელი იყო. სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ხუბუა, ირაკლი გეფერიძე, გალაქტიონ ზოიძე, ირაკლი ჭეჟია და ლევან ჯღარკავა იმყოფებოდნენ. სათადარიგოთა სკამზე იყო დავით ხურციძე, ხოლო ზამირ ჯანაშია 18-კაციან განაცხადში არ ფიგურირებდა.

ამასთანავე, “ულისის” სასტარტოში ნიკა ფილიევი იყო, რომელიც გასულ სეზონში გორის “დილაში” გამოდიოდა. ჭეჟია, ჯღარკავა, ხურციძე და ფილიევი რუსეთის მოქალაქეები არიან.

აქვე გეტყვით, რომ სომხეთის პრემიერლიგის ერთ გუნდში ამდენი ქართველი აქამდე არასოდეს ყოფილა. “ულისი” 8-გუნდიან ჩემპიონატს 37 ქულით ლიდერობს.

ტალინის “ფლორამ”, რომელშიც ზაქარია ბეგლარიშვილი გამოდის, ამხანაგურ შეხვედრაში შვედეთის პირველი დივიზიონის “ფრეჯი” 1:0 დაამარცხა. ქართველი შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს.

0.136589