პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ინგლისის ჩემპიონატის 27-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თერთმეტეულში სამ-სამი მოთამაშეა წარდგენილი: “კრისტალ პალასიდან”, “ლივერპულიდან” და “ნიუკასლიდან”.
დანარჩენი ორი მოთამაშე “სუონსიდან” და “მანჩესტერ იუნაიტედიდან” არიან წარდგენილები.
27-ე ტურის სიმბოლური ასე გამოიყურება:
მეკარე: ლუკაშ ფაბიანსკი (“სუონსი”);
მცველები: მაიკლ უილიამსონი, დერილ ჯანმაატი, რაიან ტეილორი (სამივე “ნიუკასლი”), სკოტ დანი (“კრისტალ პალასი”);
ნახევარმცველები: ჯორდან ჰენდერსონი, ფელიპე კოუტინიო, რაჰიმ სტერლინგი (სამივე “ლივერპული”), ჟასონ პანჩონი (“კრისტალ პალასი”);
თავდამსხმელები: გლენ მურეი (“კრისტალ პალასი”), უეინ რუნი (“მანჩესტერ იუნაიტედი”).