პრაღის “სლავიას” მთავარმა მწვრთნელმა მიროსლავ ბერანეკმა ჩეხეთის სინოტ ლიგის განვლილ ტურში “ტეპლიცესთან” მატჩში (2:2) ლევან ყენიას არყოფნა იმით ახსნა, რომ ქართველი შემტევი ნახევარმცველის ტრავმის გართულება არ სურდა.
“ყენიას მაგივრად კარელ პიტაკი ვათამაშეთ. ის ლევანისგან განსხვავებული სტილის მოთამაშეა. გარისკვა არ გვინდოდა, რადგან ყენია ბოლომდე მზად არ იყო. ჩვენ არ გვსურდა, რომ მას ეთამაშა და მერე ორი თვე დაესვენა. იმედია, “პლზენისთვის” მზად იქნება” – იუწყება ბერანეკის სიტყვებს “სლავიას” ოფიციალური ვებგვერდი.