ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობა მზადაა სერბეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ ნემანია მატიჩს ახალი კონტრაქტი გაუფორმოს. ბალკანელს ხელშეკრულებაში მხოლოდ ხელფასის რაოდენობა შეეცვლება.
ამჟამად 26 წლის ფეხბურთელი კვირაში 70 000 გირვანქას იღებს, ახალი კონტრაქტის საფუძველზე სერბი 100 000 გირვანქა სტერლინგით კლუბის ერთ-ერთ მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
მიმდინარე სეზონში მატიჩმა ყველა ტურნირზე 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 3-3 გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ნემანიას სატრანსფერო ღირებულება 34 მილიონ ევროს შეადგენს.