ავსტრალიის ეროვნული ნაკრების და “კრისტალ პალასის” კაპიტან მაილ იედინაკს 4-მატჩიანი სასჯელი ემუქრება. “ვესტ ჰემთან” სტუმრად მოგებული (3:1) პრემიერლიგის 27-ე ტურის მატჩის 88-ე წუთზე, სათამაშო ეპიზოდში, ავსტრალიელმა დიაფრა სახოს სახეში იდაყვი ჩაარტყა.
შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ეს ეპიზოდი ვერ შეამჩნია, სამაგიეროდ ვიდეო გამეორებამ აჩვენა თუ როგორ იუხეშა იედინაკმა. იმ შემთხვევაში თუ ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ავსტრალიელის ბრალეულობას დაადასტურებს, ფეხბურთელი 4 მატჩის გამოტოვებით დაისჯება.
მაილი აზიის თასის გათამაშებაზე იმყოფებოდა და 2014 წლის დეკემბრის შემდეგ “კრისტალ პალასის” რიგებში პირველი შეხვედრა სწორედ “ჩაქუჩებთან” ჩაატარა. იედინაკს წითელი ბარათი “სანდერლენდთან” დაპირისპირებაშიც აქვს მიღებული.