ფეხბურთი

13:33 | 2.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფოფხაძე “იაგიელონიაში” დაბრუნდა

გიორგი ფოფხაძე კარიერას პოლონეთის ექსტრაკლასას საფეხბურთო კლუბ ბიალისტოკის “იაგელონიაში” გააგრძელებს.

“იაგელონიას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 28 წლის ქართველმა მცველმა კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისამდე გააფორმა. ბიალისტოკელთა განაპირა მცველმა მარკ ვასილუკმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ფოფხაძე მის შემცვლელად მიიწვიეს.

2013-2014 წლების სეზონში ფოფხაძემ “იაგიელონიაში” საერთო ჯამში 35 მატჩი ჩაატარა. 26-ჯერ ჩემპიონატში ითამაშა, 5-ჯერ თასზე და 4-ჯერ დუბლშემადგენლობაში.

მიმდინარე სეზონი მან ბოლნისის “სიონში” დაიწყო, სადაც საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველი წრე ჩაატარა. ბოლო დრომდე მინსკის “დინამოში” ვარჯიშობდა, მაგრამ საბოლოოდ ბელარუსულ კლუბში ტრანსფერი არ შედგა.

0.126221