იტალიის სერია A-ს 25-ე ტურმა სტარტი ერთი შეხვედრით აიღო. ვერონაში, ერთმანეთს ადგილობრივი “კიევო” და “მილანი” დაუპირისპირდნენ.
ფილიპო ინძაგის გუნდმა მორიგი უსახური შეხვედრა ჩაატარა და ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერაფერი დააკლო. “როსონერის” ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი მეორე ნახევარში შეექმნა, თუმცა კეისუკე ჰონდას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. მატჩის საბოლოოდ, უგოლო ფრით დასრულდა. “კიევომ” 25 ქულა დააგროვა და მე-15 ადგილზეა, ხოლო “მილანი” 34 ქულით მეცხრე პოზიციას იკავებს.
ტურის დარჩენილი მატჩები 1 და 2 მარტს გაიმართება.
“კიევო” – “მილანი” 0:0 (0:0)
ვერონა, “ბენტეგოდი”
მაყურებელი: 12.000
“კიევო” (4-4-2): ბიძარი; მატიელო, დაინელი, ცეზარი, ძუკანოვიჩი; სკელოტო, ჰეტემაი, იცკო, ბირსა (რადოვანოვიჩი 82); პელისიერი (პალოსკი 69), მეჯორინი (ფეტფატძიდისი 76)
მწვრთნელი: როლანდო მარანი
“მილანი” (4-3-1-2): დიეგო ლოპესი; ბონერა, ალექსი, ბოკეტი, ანტონელი; პოლი, დე იონგი (ჩერჩი 78), მონტოლივო (ჰონდა 46); ბონავენტურა; მენეზი, დესტრო (პაცინი 65)
მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი
გაფრთხილება: მეჯორინი (60) - მენეზი (32), ალექსი (75), ანტონელი (85)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 11 (4) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 6:4 გაფრთხილება: 1:3
მსაჯი: განპაოლო კალვარეზე
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 14 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 14, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 12, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 12, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 12, მანოლო გაბიადინი (“ნაპოლი”) – 10.