ის, რაც დორტმუნდის "სიგნალ იდუნა პარკზე" ხდებოდა, სხვა ვერაფერს დაარქმევ, თუ არა ცალკარას. იურგენ კლოპის გუნდს კოლოსალური სათამაშო უპირატესობა ჰქონდა და 78-ე წუთამდე ანგარიში 0:0 რომ იყო, ეს სრულ შემთხვევითობას უნდა მივაწეროთ – არა და არ შედიოდა ბურთი "ხუმარების" კარში.
პირველივე წუთიდან დაწყებული, მასპინძლებმა "შალკე" დაჩაგრეს და იშვიათად თუ უშვებდნენ თავიანთ ნახევარზე. მომენტებიც იმდენი იყო, სამ ტურს ეყოფოდა... მარკო როისმა ორჯერ პირისპირ ვერ გაიტანა, ერთხელ ხარიხას მოარტყა ბურთი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, შინჯი კაგავა და ჰენრიხ მხითარიანიც სცოდავდნენ დამამთავრებელ ფაზაში. ერთი სანახაობა იყო მათს ჰუმელსის ჩართვები და შორეული პასები: ჰუმელსმა ორჯერ პირისპირაც დატოვა თანაგუნდელები.
ბოლოს მაინც გატყდნენ სტუმრები: ობამეიანგმა ნოიშტადტერი ჩამოიშორა და შორეულ კუთხეში გაუტანა მანამდე ბრწყინვალედ მოთამაშე მეკარე ველენროიტერს. ერთ წუთში მხითარიანმა დიდი ხნის ნანატრი გოლი გაიტანა დასწრებაზე, ხოლო ბოლოს ველენროიტერიც შეცდა – ფეხით მოგერიებას აპირებდა, რომ როისი რაკეტასავით გამოვარდა და ბურთი კარში შეიტანა.
რობერტო დი მატეოს მორიგი "ავტობუსის ჩაყენებამ" არ უშველა. ასეთ ყრუ დაცვაში ყოფნა, როცა კონტრშეტევესაც ვერ ახერხებ, ზოგადად ვერ ამართლებს.
ვისაც თამაში არ უნახავს, სტატისტიკიდანაც შეიტყობს: "დორტმუნდმა" 31-ჯერ დაარტა კარში და აქედან 13-ჯერ ზუსტად, ხოლო "შალკემ" მხოლოდ სამჯერ გაბედა შორიდან დარტყმა და სამივეჯერ არაზუსტად. ასეთი გამოდგა რურის დერბი...
შაბათის სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია "ჰერტას" უმნიშვნელოვანესი მოგება "აუგსბურგთან". 1:0 – ბოლო წუთებზე სოლომონ კალუმ გაახარა დედაქალაქელები. "ჰერტამ" სამი საფეხურით ზემოთ აინაცვლა.
მეოთხე ადგილზე გამწესდა "ლევერკუზენი", რომელსაც როლფესის ერთი გოლი ეყო "ფრაიბურგის" დასამარცხებლად. "ფრაის" მეკარე ბიურკიმ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა.
"შტუტგარტი" სტუმრად იგებდა ჰანოვერთან, მაგრამ ქულასღა დასჯერდა. ჰუბ სტევენსის გუნდს ბუნდესლიგაში დარჩენა ძალიან გაუჭირდება.
კიდევ, "აინტრახტმა" "ჰამბურგს" 2:1 სძლია და დუბლი მიითვალა ალექსანდრ მაიერმა. ჰეთ-თრიქიც შეეძლო, მაგრამ ბოლოს პენალტი ვერ გამოიყენა. მანამდე ერთი კი სწორედ პენალტით მიითვალა. ანუ, მსაჯმა ფლორაიან მაიერმა ორჯერ მისცა 11-მეტრიანიდან თავის გამოჩენის შანსი თავის მოგვარეს. ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით... გერმანიაა და იქ ფეხბურთში ბიძაშვილ-მამიდაშვილობა არ გადის.
ლევერკუზენი-ფრაიბურგი 1:0 (1:0)
ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, სპაჰიჩი, ტოპრაკი, ვენდელი, ბელარაბი (ბრანდტი 72), ლარს ბენდერი (რაინარტცი 64), ჩალჰანოღლუ (დრმიჩი 76), როლფესი, სონი, კისლინგი
მწვრთნელი: როჯერ შმიდტი
ფრაიბურგი: ბიურკი, გიუნტერი, ჰონი, კრმაში, რიტერი, დარიდა, კლაუსი (გუიდე 44), შმიდი, შუსტერი (ჰოლფერი 72), მეჰმედი (დანი შაჰინი 80), ფილიპი
მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი
გოლი: 1:0 როლფესი (33)
გაფრთხილება: კრმაში (9), ფილიპი (17), ტოპრაკი (26)
მსაჯი: ჰარტმანი
ბურთის ფლობა: 53-47, დარტყმა: 11 (4)-3 (2), კუთხური: 3-2, თამაშგარე: 2-0, სეივი: 2-3, ჯარიმა: 15-13
დორტმუნდი-შალკე 3:0 (0:0)
დორტმუნდი: ვაიდენფეკერი, კირხი, ჰუმლესი, სუბოტიჩი, შმელცერი, გიუნდოგანი (სბენ ბენდერი 83), კაგავა (ბლაშჩიკოვსკი 76), ნური შაჰინი (კელი 87), მხითარიანი, როისი, ობამეიანგი
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
შალკე: ველენროიტერი, აოგო, ნასტასიჩი, ფუხსი, ჰიოვედესი, უჩიდა, ბოატენგი (ბარნეტა 64), ჰიოგერი, ნოიშტადტერი, ჩუპო-მოტინგი, ჰუნტელაარი
მწვრთნელი: რობერტო დი მატეო
გოლები: 1:0 ობამეიანგი (78), 2:0 მხითარიანი (79), 3:0 როისი (86)
გაფრთხილება: ჰიოვედესი (44), ჰიოგერი (75), შმელცერი (76), ობამეიანგი (78)
მსაჯი: ცვაიერი
ბურთის ფლობა: 59-41, დარტყმა: 31 (13)-3 (0), კუთხური: 9-4, თამაშგარე: 3-1, სეივი: 0-10, ჯარიმა: 13-12
ჰანოვერი-შტუტგარი 1:1 (1:1)
ჰანოვერი: ცილერი, ალბორნოსი, მარსელო, ჰიროკი საკაი, შულცი, ანდრეასენი (კიოტაკე 61), გულსელამი, პრიბი (ბიტენკური 62), ბრიანი (სობეხი 84), ხოსელუ
მწვრთნელი: ტაიფუნ ქორქუთი
შტუტგარტი: ულრაიხი, კლაინი, ნიდერმაიერი, გოტოკუ საკაი (ჰლუშეკი 90), შვააბი, გენტნერი, მაქსიმი, სერეი, გინჩეკი, ჰარნიკი, ტიმო ვერნერი (კოსტიჩი 88)
მწვრთნელი: ჰუბ სტევენსი
გოლები: 0;1 გენტნერი (52), 1:1 შტინდლი (70)
გაფრთხილება: პრიბი (30), გინჩეკი (54), შტინდლი (89, 90+2), ხოსელუ (90+2)
გაძევება: შტიდლი (90+2), ჰარნიკი (90+2)
მსაჯი: შტარკი
ბურთის ფლობა: 53-47, დარტყმა: 16 (5)-9 (1), კუთხური: 8-4, თამაშგარე: 4-3, სეივი: 0-4, ჯარიმა: 20-16
ჰერტა-აუგსბურგი 1:0 (0:0)
ჰერტა: კრაფტი, ლანგკამპი, ლუსტენბერგერი, პეკარიკი (ბენ-ჰატირა 75), პლატენჰარდტი, ნიმაიერი, შულცი (ნჯენგი 57), შკიელბრედი (ჰეგელერი 82), კალი, ბერენსი
მწვრთნელი: პალ დარდაი
აუგსბურგი: ჰიტცი, რაჰმან-ბაბა, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ბაიერი, ფოილნერი, ჰიობერგი, ტობიას ვერნერი (პარკერი 69), ალტინტოპი, ბობადილია (ჯი 84), კაიუბი
მწვრთნელი: მარკუს ვაინცირლი
გოლი: 1:0 კალუ (88)
გაფრთხილება: ბაიერი (35), შკიელბრედი (68), კაიუბი (70), ფოილნერი (74), ნიმაიერი (77), ბობადილია (77), ლანგკამპი (83)
მსაჯი: შტიბერი
ბურთის ფლობა: 42-58, დარტყმა: 9 (4)-11 (3), კუთხური: 4-5, თამაშგარე: 4-1, სეივი: 3-3, ჯარიმა: 21-17
ჰოფენჰაიმი-მაინცი 2:0 (0:0)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, ბისაკჩიჩი, კიმი, ფირმინო (აბრაჰამი 88), პოლანსკი, რუდი სალიჰოვიჩი (შვეგლერი 46), შტრობლი, შალაი (შიპლოკი 64), ფოლანდი
მწვრთნელი: მარკუს გისდოლი
მაინცი: კარიუსი, ბელი, ბენგსტონი, ბროზინსკი, ბუნგერტი, პარკი (ჰოფმანი 77), კლემენსი (სამპერიო 72), გაისი, დე ბლაზისი, მალი (სოტო 86), ოკაზაკი
მწვრთნელი: კასპერ ჰიულმანდი
გოლები: 1:0 ფოლანდი (55), 2:0 პოლანსკი (76)
გაფრთხილება: კიმი (13), სალიჰოვიჩი (41), პოლანსკი (68)
მსაჯი:Lშიპელი
ბურთის ფლობა: 53-47, დარტყმა: 16 (5) - 19 (4), კუთხური: 6-9, თამაშგარე: 3-1, სეივი: 4-3, ჯარიმა: 10-11
აინტრახტი-ჰამბურგი 2:1 (1;1)
აინტრახტი: ტრაპი, ჩანდლერი, რუში, მადლუნგი, ოცზიპკა, ჰასებე, შტენდერა, ინუი, აიგნერი (კიტელი 77), პიაზონი, მაიერი
მწვრთნელი: თომას შააფი
ჰამბურგი: დრობნი, ოსტრჟოლეკი, დიკმაიერი, ჯურუ, რაიკოვიჩი (ვან დერ ვაარტი 80), ჟირაჩეკი, კაჩარი, ნიკო მიულერი (მარკოსი 70), შტიბერი, გუაიდა, რუდნევსი (ბაისტერი 60)
მწვრთნელი: იენს ცინბაუერი
გოლები: 1:0 მაიერი (12 პენ), 1:1 შტიბერი (45), 2:1 მაიერი (54)
მაიერმა (აინტრახტი) 90-ე წუთზე ვერ გაიტანა პენალტი
გაფრთხილება: მადლუნგი (31), ოსტრჟოლეკი (53, 64), დრობნი (74), გუაიდა (82), პიაზონი (88)
გაძევება: ოსტრჯოლეკი (64)
მსაჯი: მაიერი
ბურთის ფლობა: 53-47, დარტყმა: 11 (4)-3 (2), კუთხური: 3-2, თამაშგარე: 2-0, სეივი: 2-3, ჯარიმა: 15-13