ინგლისური გამოცემა “დეილი ექსპრესის” ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გამოცდილი სერბი მცველი ნემანია ვიდიჩი შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგას დაუბრუნდეს. მილანის “ინტერის” უკანახაზელით დაინტერესებას “ლივერპული” იჩენს.
ნემანია ვიდიჩი იტალიურ გრანდში მიმდინარე სეზონის დაწყების წინ ჩაირიცხა, თუმცა გუნდში რობერტო მანჩინის მოსვლის შემდგომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. კარიერის საუკეთესო წლები კი სერბს “ლივერპულის” მოსისხლე მტერ, “მანჩესტერ იუნაიტედში” აქვს გატარებული.