ფეხბურთი

16:11 | 28.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმელები ლიდერს მიუახლოვდნენ

შაბათს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-17 ტურის ორი მატჩი გაიმართა. ქობულეთში “შუქურამ” თავის “ჩელე არენაზე” “გურიას” 2:0 მოუგო, ლანჩხუთში კი “კოლხეთმა” ბათუმის “დინამოს” “უმასპინძლა” და ასეთივე ანგარიშით დამარცხდა. ბათუმელებმა ზედიზედ მეორე თამაში მოიგეს და ლიდერს მხოლოდ ორი ქულითღა ჩამორჩებიან.

მე-17 ტური

28 თებერვალი

შუქურა (ქობულეთი) – გურია (ლანჩხუთი) 2:0 (0:0)

1:0 ლაშა ჩაფიძე (65), 2:0 ადრიან პუკანიჩი (72)

კოლხეთი (ფოთი) – დინამო (ბათუმი) 0:2 (0:1)

0:1 დიმიტრი ტატანაშვილი (43, პენალტით), 0:2 გიორგი ბერიაშვილი (70, პენალტით)

1 მარტი

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სამტრედია

მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 15:00

დისკვალიფიცირებული: ლუკა თათხაშვილი (ვიტ ჯორჯია)

მსაჯები: შ. ქუხილავა, ზ. ფიფია, ზ. ასკაროღლი, ხ. გაგნიძე (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:1

სიონი (ბოლნისი) – დინამო (თბილისი)

თბილისი. “მიხეილ მესხი.” 15:00

დისკვალიფიცირებულები: ლაშა თოთაძე, ოთარ კაკაბაძე (დინამო)

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, ზ.მენთეშაშვილი, მ. კუპატაძე, ბ, ნინუა (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:1

დილა (გორი) – ტორპედო (ქუთაისი)

გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 15:00

დისკვალიფიცირებული: გიორგი თექთურმანიძე (დილა)

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, დ. ჩიგოგიძე, ზ. ბერულავა, დ. ხარიტონაშვილი, ა. ნონიკაშვილი, გ. ელიკაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:0

მეტალურგი (რუსთავი) – ზუგდიდი

რუთავი.”ფოლადი.” 15:00

დისკვალიფიცირებულები: ლევან კუტალია, გოდერძი მაჩაიძე (ზუგდიდი)

მსაჯები: ი. კვირიკაშვილი, ა. კოკაია, დ. კურტანიძე, გ, დოგრაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:0


მერანი (მარტვილი) – ცხინვალი

მარტვილი. ცენტრალური. 15:00

დისკვალიფიცირებული: ნიკა კაჭარავა (ცხინვალი)

მსაჯები: გ.ვადაჭკორია, ბ.ჭიჭინაძე, ი.უკლება, ზვ. ტუღუში (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:1

ზესტაფონი – ჩიხურა (საჩხერე)

ზესტაფონი.”დავით აბაშიძე.” 15:00

დისკვალიფიცირებული: ლაშა მჭედლიშვილი (ზესტაფონი)

მსაჯები: დ.სანოძე, ი.კაკაბაძე, ზ. ჭაავა, ბ.გლუშჩუკი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 1:2

1. დინამო თბ. 16 10 2 4 27:13 32
2. დილა 16 9 4 3 23:13 31
3. დინამო ბთ. 17 9 3 5 21:14 30
4. სამტრედია 16 7 4 5 17:12 25
5. ჩიხურა 16 7 4 5 19:17 25
6. ცხინვალი 16 7 3 6 15:22 24
7. მეტალურგი 16 6 5 5 19:17 23
8. გურია 17 5 7 5 17:25 22
9. მერანი 16 5 6 5 13:12 21
10. შუქურა 17 5 6 6 16:18 21
11. ზესტაფონი 16 4 7 5 29:23 19
12. კოლხეთი 17 4 6 7 13:19 18
13. ტორპედო 16 3 8 5 17:18 17
14. ზუგდიდი 16 3 6 7 9:17 15
15. სიონი 16 3 5 8 12:21 14
16. ვიტ ჯორჯია 16 3 4 9 16:22 13

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

8- ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), კობა შალამბერიძე (გურია), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.113163