სადღეისოდ რეიტინგსიის მეცხრე ნომერი დავიდ ფერერი წლეულს მესამედ გავიდა საჩოგბურთო შეჯიბრების ფინალში. 32 წლის ვალენსიელი ამჯერად მექსიკის საკურორტო ქალაქ აკაპულკოს ტურნირის გადამწყვეტ მატჩში იასპარეზებს. ნახევარფინალში დავიდმა ამერიკელ რაიან ჰარისონს 4:6, 6:0, 6:0 სძლია.
ფერერმა ჰარისონის წინააღმდეგ თამაშისას 6 ბრეიკი, ერთიც ეისი შეასრულა და ამერიკელთან პირადი შეხვედრების ანგარიში 3:0 გახადა. მატჩი საათსა და 51 წუთს გაგრძელდა. ფინალში დავიდი მსოფლიო კლასიფიკაციის მეხუთე ნომერს, იაპონელ კეი ნიშიკორის შეხვდება. ამ უკანასკნელმა ნახევარფინალში სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონს 6:2, 3:6, 6:3 სძლია.
შეგახსენებთ, წლეულს დავიდ ფერერმა რიო დე ჟანეიროსა და დოჰას ტურნირები მოიგო.