ფეხბურთი

21:35 | 27.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

გაია “ვალენსიასთან” ახანგრძლივებს

ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების მარცხენა მცველი ხოსე ლუის გაია “ვალენსიასთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს – იუწყება ცნობილი ესპანური გამოცემა As-ი.

ნიჭიერ ფეხბურთელს “ღამურებთან” მოქმედი ხელშეკრულება 2018 წლამდე აკავშირებს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობას კონტრაქტის რამდენიმე წლით გაგრძელება ახლავე სურს. მიზეზი, მოთამაშისადმი გაზრდილი ინტერესია. მისით მადრიდის “რეალი” და “მანჩესტერ სიტი” ინტერესდებიან, თუმცა ხოსეს მშობლიურ კლუბში დარჩენა სურს და ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს, რომლის თანახმადაც ხელფასი მნიშვნელოვანად გაეზრდება და 45 მილიონად იქნება შეფასებული.

მიმდინარე სეზონში 19 წლის მცველმა “ლოს ჩეს” მაისური 25-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.114752