ფეხბურთი

19:31 | 27.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

კასანოს ბედი ზაფხულში გაირკვევა

32 წლის იტალიელი შემტევის ანტონიო კასანოს ბედი ზაფხულში გაირკვევა, როგორც იცით თავდამსხმელი უგუნდოდ არის დარჩენილი.

კასანომ იანვრის თვეში “პარმასთან” ხელფასის დაგვიანების გამო კონტრაქტი გაწყვიტა. იტალიელით ჩინეთის, საუდის არაბეთის და ყატარის კლუბები არიან დაინტერესებულები. კასანოს გადაბირებას ასევე მშობლიური “ბარიც” გეგმავს. მან 1999 წელს სწორედ “ბარიში” დაიწყო პროფესიული კარიერა.

ანტონიოს იტალიის ნაკრებში 39 მატჩი აქვს ჩატარებული და 10 გოლი გატანილი.

0.156273