გიორგი ფოფხაძემ ბელარუსულ მინსკის “დინამოში” მეორე შეკრება დაასრულა.
მინსკელებმა დასკვნითი მატჩი რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის წარმომადგენელ “უფასთან” ჩაატარეს, რომელიც 3:3 დასრულდა. ქართველმა მარცხენა მცველმა “დინამოში” სრულად ითამაშა.
ფოფხაძემ მინსკელებთან ერთად მეორე შეკრება გაიარა და ჯერჯერობით ბელარუსულ კლუბს ქართველთან კონტრაქტის გაფორმებაზე ოფიციალურად არ განუცხადებია.