ფეხბურთი

11:48 | 27.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

მაკარიძე “ფეირენსეს” სასტარტოს დაუბრუნდა

გიორგი მაკარიძე პორტუგალიის სეგუნდა ლიგის “ფეირენსეს” სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა.

30-ე ტურში “ფეირენსემ” “ტონდელა” მიიღო და გუნდები გატანილი გოლების გარეშე დაშორდნენ, ხოლო ქართველმა მეკარემ სრულად ითამაშა. მიმდინარე სეზონში მაკარიძეს არ წყალობენ და მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა. “ფეირენსეს” 44 ქულა აქვს და 24-გუნდიან სეგუნდა ლიგაში მე-10 პოზიციაზეა.

ნორვეგიის ელიტესერიენში (უმაღლესი ლიგა) მოასპარეზე “სტაბეკმა”, რომლის ღირსებას გიორგი გოროზია იცავს, ამხანაგურ შეხვედრაში “ვანკუვერ ვაითქეპსთან” 2:3 დამარცხდა. 19 წლის ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.

0.117767