დასასრულს მიუახლოვდა ვაჟ მოჭადრაკეთა გრან-პრის გათამაშების მესამე ეტაპი, რომელსაც თბილისის სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტი” მასპინძლობს.
ასპარეზობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ტურნირზე მე-10 ნომრად განთესილმა რუსმა ევგენი ტომაშევსკიმ (2716) 7,5 ქულა დააგროვა, ჯერჯერობით II ადგილზე მყოფ თანამემამულე დმიტრი იაკოვენკოს 1,5 ქულით უსწრებს და ბოლო, მე-11 ტურის ნებისმიერი შედეგის მიუხედავად I ადგილი და მთავარი პრიზი ვადაზე ადრე გაინაღდა.
ტომაშევსკიმ ჩემპიონობის მომტანი 0,5 ქულა ბოლოსწინა, მე-10 ტურში ასპრეზობის გამოკვეთილ აუტსაიდერ თანამემამულე დმიტრი ანდრეიკინთან შეხვედრაში მოიპოვა.
დღეს გამართული შეხვედრებიდან აღნიშნული მოჭადრაკეების პარტიამ ყველაზე დიდხანს გასტანა, რომელიც 5 საათი და 35 წუთი გრძელდებოდა.
რაც შეეხება მასპინძელთა წარმომადგენელ ბაადურ ჯობავას, წინა ტურში მაქსიმ ვაშიე-ლაგრავთან წაგების შემდეგ ამჯერად უკეთ ითამაშა. ბაადური შავებით რუსტამ კასიმჯანოვს დაუპირისპირდა და შეხვედრა ყაიმით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ამ ტურის ყველა შეხვედრა ყაიმით დასრულდა. ასეთი რამ კი იშვიათად ხდება.
ჩემპიონის გარდა ყველა ნებისმიერი ადგილის ვინაობა ბოლო ტურამდე უცნობია, რდგან მოჭადრაკეებს ერთმანეთისაგან ნახევარი ქულა აშორებთ. ბოლო, მე-11 ტურში ბაადურ ჯობავა თეთრებით ბოლო ადგილზე მყოფ ანდრეიკინს დაუპირისპირდება და მოგების შემთხვევაში სატურნირო ცხრილში საკმაოდ დიდ ნახტომს გააკეთებს.
მე-10 ტურის ტექნიკური შედეგები
რუსტამ კასიმჯანოვი (უზბეკეთი) – ბაადურ ჯობავა (საქართველო) 0,5-0,5
დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი) – ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი) 0,5-0,5
თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი) – ანიშ გირი (ჰოლანდია) 0,5-0,5
ლენიერ დომინგეს პერესი (კუბა) – შახრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) 0,5-0,5
პიოტრ სვიდლერი (რუსეთი) – ალექსანდრ გრიშუკი (რუსეთი) 0,5-0,5
მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) – დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი) 0,5-0,5
სატურნირო მდგომარეობა 10 ტურის შემდეგ
- ტომაშევსკი 7,5 ქულა
- იაკოვენკო 6,0
- რაჯაბოვი 5,5
4-7. გირი, კასიმჯანოვი, მამედიაროვი, დომინგეს პერესი 5,0
8-10. ჯობავა, გრიშუკი, ვაშიე-ლაგრავი 4,5,
- სვიდლერი 4,0
- ანდრეიკინი 3,5
მე-11 ტურის შეხვედრათა განრიგი
27 თებერვალი
ჯობავა-ანდრეიკინი
ტომაშევსკი-რაჯაბოვი
იაკოვენკო-კაზიმჯანოვი
გრიშუკი-ვაშიე-ლაგრავი
მამედიაროვი-სვიდლერი
გირი-დომინგეს პერესი
აღნიშნული ტური 13 საათზე დაიწყება.
27 თებერვალს 20 საათზე დაიწყება ტურნირის საზეიმო დახურვის ცერემონიალი.