ფრანგულ “პარის სენ-ჟერმენს” არგენტინელი ნახევარმცველის ხავიერ პასტორეს შენარჩუნება სურს. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის L’Equipe–ს ცნობით, დედაქალაქური კლუბის ხელმძღვანელობა უახლოეს დღეებში არგენტინელს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, რომლის მიხედვითაც ხავიერის ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება და “პარკ დე პრენსზე” 2019 წლამდე დარჩება.
პასტორეს პსჟ-სთან მოქმედი ხელშეკრულება 2016 წლამდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში მან დედაქალაქური კლუბის მაისური 33-ჯერ მოირგო, 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.