ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ლიდერ ანდრეა პირლოს 20 დღე გაუცდება. ფეხბურთელს ტურნიში გამოკვლევა ჩაუტარდა და მისი დაზიანების ხარისხი დადგინდა. პირლოს გერმანული “დორტმუნდის” წინააღმდეგ გასამართი ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაც გაუცდება.
35 წლის ფებხურთელმა ტრავმა სწორედ “ბორუსიას” წინააღმდეგ სამშაბათს გამართულ შეხვედრაში მიიღო.