სერხიო ბუსკეტსი “ბარსელონასთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
კატალონური საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ახალ ხელშეკრულების მიხედვით, 26 წლის ნახევარმცველი “ბარსას” თავის მომავალს 2019 წლის 30 ივნისამდე დაუკავშირებს. ვადის ამოწურვის მერე, მხარეები თუ შეთანხმდებიან, კონტრაქტი კიდევ ერთი წელი გახანგრძლივდება.
ბუსკეტსი “ბარსელონას” აღზრდილია და პირველ გუნდში 2008 წლიდან თამაშობს. განვლილ პერიოდში მან კატალონიელთა მაისურით ყველა ტურნირზე 312 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.
ბუსკეტსი ახალ კონტრაქტს ხელს 27 თებერვალს “კამპ ნოუზე” საკლუბო ოფისში მოაწერს.