ფეხბურთი

18:33 | 26.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილი ამჯერად მუხლმა შეაწუხა

“გენკის” ნახევარმცველს თორნიკე ოქრიაშვილს მუხლის ტრავმა აქვს. ინტერნეტპორტალი voetbalnieuws.be იუწყება.

ოთხშაბათს, ოქრიაშვილმა გუნდის ვარჯიში ნაადრევად დატოვა, რადგან მუხლის ტკივილი იგრძნო. ჯერჯერობით უცნობია საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი შაბათს “ლიერსთან” მატჩში ითამაშებს თუ არა.

გასული კვირის დასაწყისში ოქრიაშვილს გრიპის ვირუსი ჰქონდა, მაგრამ გამოჯანმრთელდა და 22 თებერვალს ბრიუსელის “ანდერლეხტთან” შინ წაგებულ (0:1) შეხვედრაში სრულად ითამაშა.

0.119396