ლანჩხუთის “გურიამ” კიდევ ერთი უკრაინელი ფეხბურთელი, 26 წლის ნახევარმცველი დიმიტრი ზოზულია დაიმატა. ამრიგად, ლანჩხუთელთა რიგებში თავი სამმა უკრაინელმა მოიყარა. ზოზულიამდე “გურიაში” ნახევარმცველი დიმიტრი კონოვალოვი და ფორვარდი იური შეველი გადავიდნენ.
“ჩვენ უკრაინელ კოლეგებთან კონსულტაცია გავიარეთ და მესამე უკრაინელი დავიმატეთ. დმიტრი ზოზულიას თამაში როგორც ნახევარდაცვაში, ასევე დაცვაში შეუძლია. ის ჩვენს გუნდს აუცილებლად გააძლიერებს”, - განაცხადა “გურიას” პრეზიდენტმა ზაზა ურუშაძემ.
29 წლის ზოზულია ბოლოს უკრაინის პირველ ლიგაში ჩერნოვცის “ბუკოვინაში” გამოდიოდა.