კალათბურთი

17:17 | 26.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

კვიმსაძე და ბარბაქაძე ვერც “სოხუმთან” ითამაშებენ

სუპერლიგის მონაწილე “ქუთაისი 2010”-ის წამყვანი კალათბურთელები ბუბა კვიმსაძე და გიორგი ბარბაქაძე თანაგუნდელებს ვერც მიმდინარე ჩემპიონატის მე-2 წრის მე-4 ტურში, “სოხუმთან” მატჩის დროს დაეხმარებიან.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ქუთაისი 2010”-ის მთავარი მწვრთნელის, მალხაზ კოხრეიძის ერთ-ერთმა თანაშემწემ მიხეილ კობეშავიძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო, ზემოთნახსენებ კალათბურთელებს არც წინა ტურში, “რუსთავის” წინააღმდეგ უთამაშიათ, რომელიც იმერლებმა 7 ქულის სხვაობით 106:99 მოიგეს.

0.117727