ფეხბურთი

17:00 | 26.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

კიკე ფლორესი “ხეტაფედან” წავიდა

ესპანეთის “ხეტაფეს” მთავარმა მწვრთნელმა კიკე სანჩეს ფლორესმა თანამდებობა დატოვა. გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, 50 წლის სპეციალისტმა წასვლის შესახებ განცხადება თავად დაწერა.

აღსანიშნავია, რომ ფლორესი “ხეტაფეს” მთავარ მწვრთნელად 2015 წლის 5 იანვარს დანიშნეს. ესპანეთის საფეხბურთო პრიმერა დივიზიონის 24 ტურის მერე, ხეტაფელებს ჩემპიონატში მე-13 ადგილი უკავიათ.

“ხეტაფეს” გარდა, ფლორესს “ვალენსია”, “ბენფიკა”, მადრიდის “ატლეტიკო”, არაბეთის გაერთიანებული საემიროების “ალ აჰლი” და “ალ აინი” გაუწვრთნია.

0.12605