ფრანგული “ლანსის” გულშემატკივრებმა საპროტესტო აქცია გამართეს და კლუბში არსებული ვითარებით უკმაყოფილება გამოთქვეს.
სააგენტო AFP-ის ინფორმაციით, “ლანსის” ათეულობით ქომაგი გუნდის საწვრთნელ ბაზასთან შეიკრიბა და მანიფესტაცია მოაწყო. ისინი კლუბის ხელმძღვანელობისა და ფეხბურთელების მიმართ შეურაცხმყოფელ ლოზუნგებს სკანდირებდნენ.
“ლანს” საფრანგეთის ლიგა 1-ში სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილი უკავია და ფინანსური პრობლემები აქვს. ჩემპიონატის ბოლო ტურში ლანსელები თავის მოედანზე “კანთან” 1:4 დამარცხდნენ და აღშფოთებული მასპინძელი გულშემატკივრები მოედანზე შეჭრას შეეცადნენ.