პრემიერლიგა

15:33 | 26.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნოუბლმა “ვესტ ჰემთან” 2020 წლამდე გაახანგრძლივა

ლონდონის “ვესტ ჰემის” ნახევარმცველმა მარკ ნოუბლმა კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ლონდონური საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

27 წლის ნოუბლი “ვესტ ჰემის” აღზრდილია და ხსენებულ კლუბში 13 წელიწადია ირიცხება. 2006 წლის პირველ ნახევარში ის იჯარით “ჰალში” თამაშობდა, ხოლო მეორე ნახევარში - “იფსვიჩში”.

მიმდინარე სეზონში, მან ინგლისის პრემიერლიგაში 17 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

0.110657