ფეხბურთი

14:14 | 26.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

გურულმა “სამტრედიას” მიაშურა

სანდრო გურული საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ ლიდერ “სამტრედიაში” ვარჯიშობს. 29 წლის ნახევარმცველი შარშან ბელარუსის ჩემპიონატში გამოდიოდა, სადაც სოლიგორსკის “შახტიორის” ღირსებას იცავდა. მან სოლიგორსკელებთან ერთად ბელარუსის თასი მოიგო და ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა.

გურულს საქართველოს ჩემპიონატში გორის “დილაში”, ბათუმის “დინამოსა” და “ზესტაფონში” უთამაშია.

0.116553