ფეხბურთი

13:25 | 26.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია შესაძლოა “რუბინიდან” წავიდეს

ყაზანის “რუბინის” მთავარი მწვრთნელი რინატ ბილიალეტდინოვი თებერვლის მიწურულს გუნდიდან საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველის სოლომონ კვირკველიას წასვლას არ გამორიცხავს.

“ოზდოევი, კამბოლოვი, კვირკველია, შესაძლოა, ეს ფეხბურთელები სეზონის განახლებისთვის გუნდში არ იყვნენ. არა თავისი სურვილის გამო, არამედ, შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე. ფეხბურთელის კარიერა 100 წელი არ გრძელდება და არის შეთავაზებები, რომლებზეც უარს ნამდვილად ვერ იტყვი”, - თქვა “რუბინის” თავკაცმა ინტერნეტპორტალ sportbox.ru-სთან ინტერვიუში.

რუსეთში სატრანსფერო ფანჯარა 28 თებერვალს იხურება და არაა გამორიცხული, ქართველმა მცველმა პრემიერლიგაში სეზონი სხვა გუნდში განაახლოს.

0.107306