ფეხბურთი

12:27 | 26.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო სიმეონე: “შესაძლოა, ყველაფერი უფრო ცუდადაც ყოფილიყო”

უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გერმანიაში ლევერკუზენის “ბაიერთან” წაგების (0:1) შემდეგ, მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მატჩი ძალიან უცნაური იყო.

“ეს ძალიან უცნაური იყო, რადგან არცერთ გუნდს გოლის გასატანად ბევრი შანსი არ ჰქონია. მეორე ტაიმი თანაბარი აღმოჩნდა და ჩვენი კოზირების გამოყენებას ვცდილობდით. რაღაც დოზით შედეგით კმაყოფილი ვარ. რაც არ უნდა იყოს, პირველ ტაიმში ორი იძულებითი შეცვლა გავაკეთე. “ბაიერი” თავისი სტილით თამაშობს და ამას კარგად აკეთებს. მათი ფეხბურთი ჩვენსას ძალიან ჰგავს.

მეტოქეებმა თითო რეალური მომენტი შექმნეს. უბრალოდ, ლევერკუზენელებმა თავისი შანსი გამოიყენს, ხოლო ჩვენ - არა. შესაძლოა, ყველაფერი უფრო ცუდად ყოფილიყო. ახლა “ბაიერს” მცირე უპირატესობა აქვს. მასპინძლების მიერ დაწესებულმა პრესინგმა ბევრი უსიამოვნება შეგვიქმნა. ჩვენი ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ. თუმცა, მადრიდულ შეხვედრამდე საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვართ”, - იუწყება სიმეონეს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

0.120955