ფეხბურთი

12:01 | 26.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

არსენ ვენგერი: “მცირე შანსი დაგვრჩა”

უეფა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ლონდონში ფრანგულ “მონაკოსთან” მარცხის (1:3) შემდეგ, “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ მისმა ფეხბურთელებმა გულით ითამაშეს და არა გონებით.

“მონაკოს” ვულოცავ. გუნდმა საუცხოო შედეგი აჩვენა. ჩვენ შექმნილი მომენტები მომენტები ვერ გამოვიყენეთ, ხოლო დაცვაში ხშირად “ჩავვარდით”. პირველი გაშვებული ბურთის დროს არ გაგვიმართლა, რადგან რიკოშეტი იყო, ხოლო მეორე და მესამე გოლი დაცვაში დაშვებულ შეცდომებს მოჰყვა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ნერვები ვერ მოვთოკეთ და მინდორზე რაციონალურად არ ვმოქმედებდით. ფეხბურთელები გულით თამაშობდნენ და არა გონებით, ხოლო ამან არ გაამართლა.

ფსიქოლოგიურად მზად არ ვიყავით და ამიტომ დავისაჯეთ. საწყის 20 წუთში ბევრი თავისუფალი სივრცე გვქონდა და დაწინაურება შეგვეძლო. თუმცა, მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ჩვენ მიერ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებს რომ გადავხედოთ, ასეთ დონეზე მსგავსი რამ არ უნდა დაუშვა.

ბურთს მეტოქეზე ხშირად ვფლობდით, მაგრამ დაცვაში ჩვენს შესაძლებლობებზე უფრო ცუდად ვითამაშეთ. ფსიქოლოგიურადაც “ჩავვარდით”. ძალიან ვჩქარობდით, არადა, ეს დაპირისპირება 180 წუთი გრძელდება. სულ უნდა შეგვეტია და ამიტომ, ბალანსი დაირღვა. ბურთის დაკარგვის შემდეგ, ძალიან ბევრ ძალას ვხარჯავდით. დაცვაშიც არცთუ კარგად გამოვიყურებოდით.

ჩემმა შეგირდებმა აქცენტი გულით თამაშზე გააკეთეს და არა ტვინით. ფეხბურთელებს ანგარიში გაქვითვა სურდათ. როდესაც 1:2 ვაგებდით, მათ იფიქრეს: “მოდი ანგარიში გავათანაბროთ” და სიფრთხილე დაკარგეს. ჩვენ მცირე შანსი დაგვრჩა და რაც არ უნდა ძნელი იყოს, მის გამოყენებას შევეცდებით”, - იუწყება ვენგერის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

0.202442