ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” შინ “ფილადელფია” 104:88 დაამარცხა. ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა. ზაზამ პარკეტზე 19 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრამ გუნდს 12 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა.
ფაჩულიამ 11-დან 5 ორქულიანი ჩააგდო და 2-დან ორივე საჯარიმო სროლა გამოიყენა. ზაზას პარკეტზე ყოფნისას “მილუოკიმ” მეტოქეზე 13 ქულით მეტი ჩააგდო.
“მილუოკი” 32 მოგებით და 25 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციში მეექვსე ადგილზეა.