იტალიურ ბეინასკოში მიმდიმარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ბოლო ქართველი ჩოგბურთელიც გამოეთიშა. სოფო შაფათავას და მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერის კვალად, ასპარეზობა ეკატერინე გორგოძემაც დაასრულა.
გორგოძემ საწყის რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – იტალიელი ფედერიკა პრატი 7:5, 6:2 დაამარცხა, მერვედფინალში კი მე-2 ნომრად განთესილ სლოვაკ კრისტინა კუჩოვასთან 5:7, 6:4, 5:7 წააგო.