დონეცკის “შახტარის” მფლობელ რინატ ახმეტოვს სერბული კლუბის ყიდვა სურს, ამ ინფორმაციას სერბული მედია ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ახმეტოვი სერბეთის უმაღლესი ლიგის “ვოივოდინას” შეძენას გეგმავს. აღნიშნული გუნდის შეძენით ასევე დაინტერესებულია სერბი ბიზნესმენი მილან მანდარიჩი.
“ვოივოდინა” სერბეთის უმაღლეს ლიგაში 30 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება.