სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

18:42 | 25.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხედირა “ხუმარა” ხდება

მადრიდის “რეალის” გერმანელი ნახევარმცველი სამი ხედირა დიდი ალბათობით სამშობლოში დაბრუნდება და გელზენკირხენის “შალკეს” ფეხბურთელი გახდება. ამის შესახებ გერმანული გამოცემა “ბილდი” იუწყება. გერმანელი ჟურნალისტების ნარკვევით, ყველაფერს ნათელი “რეალი” – “შალკეს” განმეორებითი მერვედფინალური მატჩის შემდგომ მოეფინება.

ხედირას მადრიდელებთან ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და იგი გერმანიაში უფასოდ დაბრუნდება.

სამი ხედირა “ბლანკოსის” ღირსებას 2010 წლის ზაფხულიდან მოყოლებული იცავს. თუმცა ბოლო ორი სეზონია ძირითადი შემადგენლობის წევრად აღარ ითვლება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113351