ფეხბურთი

18:35 | 25.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა 19-წლამდელებმა იტალიელ თანატოლებს პირველი ტაიმი მოუგეს

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი დევდარიანი წვრთნის, ქალაქ ჯენზანოში მიმდინარე ამხანაგურ შეხვედრაში იტალიის 19-წლამდელებს პირველი ტაიმი 1:0 მოუგო.

პირველი ტაიმში დევდარიანმა გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:

ქურდაძე, ჩაბრაძე, მარგველაშვილი, ტაბიძე, დუმბაძე, კილასონია, ხარაიშვილი, კიტეიშვილი, ბერიძე, ზარანდია, კერძევაძე.

სათადარიგოები: გოშაძე, რომან ჭანტურია, ცოტნე მესხი, ჩიხლაძე, ჭკუასელი, ჯაფიაშვილი, შულაია.

პირველი ტაიმის 33-ე წუთზე იტალიელთა კარში გოლი გაგი მარგველაშვილმა გაიტანა.

0.134536