“ზავიშას” ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი ალავერდაშვილმა პოლონეთის საფეხბურთო ექსტრაკლასაში გდანსკის “ლეხიასთან” სადებიუტო მატჩის (0:0) მერე, ინტერნეტპორტალ sport.pl-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თავისი თამაშით ბოლომდე კმაყოფილი არაა.
- პოლონეთის ლიგაში თქვენს დებიუტს როგორ შეაფასებთ?
- ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ ჩემი თავით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. უფრო მეტი შემიძლია. “ლეხია” კარგი გუნდია და იმედია, მომდევნო მატჩს უკეთ ჩავატარებ.
- “ზავიშასთვის” წლის დასაწყისში ფრე დასაფასებელია, მაგრამ გუნდმა მოგება უნდა დაიწყოს...
- ჩვენ არა დეგრადაციაზე, არამედ, წინსვლაზე ვფიქრობთ. ასეთი განწყობა გვაქვს.
- რას იტყვით თქვენს არაერთგვაროვან მოსამზადებელ პერიოდზე? ზაბჟეს “გურნიკში” ვარჯიშობდით და მოულოდნელად კონტრაქტი “ზავიშასთან” გააფორმეთ.
- ეს ძალიან გასაკვირი იყო. თუმცა, ფეხბურთელის ცხოვრება ასეთია. “გურნიკს” წარმატებას ვუსურვებ, ხოლო ახლა იმისთვის ვიბრძვი, რომ “ზავიშამ” ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს.
- “გურნიკმა” თქვენი ფოტო გუნდის ოფიციალურ ფოტოებშიც დადო, მაგრამ ხელშეკრულება არ გაგიფორმებიათ.
- ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს. ამიტომ ხელშეკრულება არ გავაფორმე.
- 27 წლის ხართ და აქამდე, კარიერაში 12 გუნდში გითამაშიათ. რატომ ამდენი?
- ვერ გეტყვით, მაგრამ მართლაც საკმაოდ ბევრია. ზოგჯერ ტრავმა მქონდა, ხან კარგად ვთამაშობდი, ხან ცუდად. ზოგს ჩემი თამაში მოსწონდა, ზოგს – არა. ბევრი ფაქტორი არსებობს. ბევრ კლუბთან მართლაც კარგი მოგონება მაკავშირებს.