საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ლადო დვალიშვილმა დანიის სუპერლიგის “ოდენსეს” დუბლშემადგენლობაში ითამაშა.
“ოდენსე” სტუმრად “ბრონდბიუს” დაუპირისპირდა და ფრედ (1:1) დასრულებულ შეხვედრაში, დვალიშვილმა მოედანზე პირველი ტაიმი დაჰყო.
დანიის სუპერლიგის მე-2 ეტაპი განახლდა, მაგრამ “მიდტიულანდთან” გასვლაზე 0:3 წაგებულ თამაშში, თადარიგში მყოფ 28 წლის ფორვარდს თავის გამოჩენის შანსი არ ჰქონდა.
დვალიშვილი “ოდენსეში” შარშან ზაფხულში გადავიდა და 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა.